მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროების რაოდენობა გაიზარდა - იზრდება ხარჯებიც

კულტურის სამინისტრო

1-ელი იანვრიდან საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. კერძოდ, სპორტის და კულტურის სამინისტრო გაიყო და ცალ-ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. აღნიშნულს ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება.

ცვლილების თანახმადაც, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უფლებამონაცვლე სამინისტროები უფლებამოსილნი იქნებიან, დაიწყონ რეორგანიზაცია (მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია).

ცნობისთვის, სპორტის და კულტურის სამინისტროს გაყოფა ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე დააანონსა, როცა თინათინ რუხაძე სპორტის და კულტურის მინისტრად დანიშნა. მანვე განაცხადა, რომ სამინისტროების გაყოფის შემდეგ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება. ხოლო სპორტის მინისტრად მისი ამჟამინდელი მოადგილის შალვა გოგოლაძის დანიშვნა იგეგმება.

რაც შეეხება ბიუჯეტს, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენისთვის) მიხედვით, ორივე სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა ჯამში შეადგენს - 596,115,000 ლარს: კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი განსაზღვრა 297,649,500 ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 298,465,500 ლარით. ცნობისთვის, სპორტის და კულტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 506 456 000 მლნ ლარი იყო.

2025 წლისთვის იზრდება ორივე სამინისტროს შრომის ანაზღაურების ჯამური ხარჯიც. კერძოდ, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს აპარატის შრომის ანაზღაურება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის (მეორე წარდგენა) თანახმად შეადგენდა - 6,028,000 ლარს, ხოლო თითოეულ სამინისტროს ნაწილში ჯამურად განისაზღვრა - 8,220,400.00 ლარი, მათ შორის: კულტურის სამინისტრო - 5 126 300 ლარი, სპორტის სამინისტრო - 3,094,100 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები