მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტროსთან მგზავრთა დეპორტაციის შემთხვევები განვიხილეთ - Air Astana-ს წარმომადგენელი

air astana

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახური ავიაკომპანიის Air Astana-ს კავკასიაში რეგიონული მენეჯერის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროში მგზავრთა დეპორტაციის საკითხები განიხილეს.

"აქტიური ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, სადაც ჩვენ სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საერთაშორისო ავიაკომპანიის მგზავრთა დეპორტაციის შემთხვევები, რაც რეისების დაგვიანებას იწვევს. წარმოშობილი სირთულეების აღმოფხვრაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების დასტაბილურებასა და ჩვენი მგზავრთათვის გაწეული კეთილგანწყობილი მომსახურების კუთხით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე", - აცხადებს კამილა ჟაილაუბაევა.

"დეპორტი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს საზღვრიდან ყაზახ ტურისტებს მასობრივად აბრუნებენ" - ასეთი სათაურით აქვეყნებს ყაზახური მედია ამბებს, რომელშიც მოყოლილია ტურისტების საქართველოში მოგზაურობის არასასიამოვნო გამოცდილებაზე.

ყაზახურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში წერენ, რომ განსაკუთრებით პრობლემური საქართველოს სასაზღვრო პუნქტია, სადაც ყაზახი ვიზიტორების მიმართ არაკორექტული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. მათი შეფასებით, არის დეპორტაციის ფაქტებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენთან დაადასტურა ყაზახეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან მოგზაურობს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო წლებში მესაზღვრეების დამოკიდებულება კარდინალურად შეცვლილია. ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები