2023 წლის 28 ოქტომბერს სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აფრიკელებმა 12-11 დაამარცხეს ზელანდიელები და ზედიზედ მეორედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, ისტორიაში კი სარეკორდო მეოთხე ჩემპიონობა მოიპოვეს.
ამ გამარჯვებით აფრიკელებმა 6 მილიონი დოლარი მიიღეს, ხოლო დამარცხებულმა ზელანდიამ 3 მილიონი.
ცნობისთვის სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1995 წლიდან მონაწილეობს და დებიუტისთანავე ჩემპიონი გახდა. მთლიანობაში აფრიკელებმა ჩემპიონობა 1995, 2007, 2019 და 2023 წელს მოიპოვეს.