მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამხრეთ კორეა მე-4 ყველაზე დიდი სამხედრო ძალა გახდება მსოფლიოში” - პრეზიდენტი

სამხრეთ კორეა
BM. GE
20.10.25 22:19
450

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი ჯე მიუნგის განცხადებით, კორეის რესპუბლიკის თავდაცვის ბიუჯეტი ყველანაირ “მოლოდინს გადააჭარბებს” და ქვეყანას 2030 წლისათვის მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები ეყოლება.

აღნიშნული განცხადება სახელმწიფოს მეთაურმა სეულის საერთაშორისო საჰაერო თავდაცვის გამოფენაზე სიტყვის გამოსვლისას გააკეთა, სადაც ადგილობრივმა კომპანიებმა უპილოტო და ხელოვნური ინტელექტის მიერ მართვადი დრონები და საარტილერიო დანადგარები წარადგინეს.

სამხედრო ტექნოლოგიისა და შეიარაღების გაყიდვა, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო ინდუსტრია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები