მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხრეთ კორეაში გაჩენილ ხანძრებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი

სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ათასობით მეხანძრე-მაშველი და სამხედრო პირი ებრძვის - ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში ვრცელდება.

მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის გამო 27 ათასი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარისა და მშრალი კლიმატის გამო ცეცხლი ქალაქ ანდონგში სწრაფად გავრცელდა. არ ფუნქციონირებს სკოლები და ციხეებიდან პატიმრები ალტერნატიულ დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე თავისუფალი ჯგუფი და აღჭურვილობა უკვე გადამისამართებულია რეგიონში, თუმცა “სიტუაცია კარგი არ არის”. მისივე თქმით, კორეას ცეცხლის ჩაქრობაში აშშ-ის სამხედრო ძალაც ეხმარება.

ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რომ ცეცხლის მასშტაბი წარმოუდგენელი და უპრეცედენტოა. რეგიონში არც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის 68% ლიკვიდირებული იყო, როდესაც ძლიერმა ქარმა მისი კიდევ უფრო გავრცელება გამოიწვია.

მთიანი რელიეფის გამო, ქვეყანა ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენებზეა დამოკიდებული. ექსპერტები აცხადებენ, რომ მხოლოდ ეს მიდგომა საკმარისი არ არის და ხანძრის გავრცელების თავიდან ასარიდებლად სხვა საფრენმა აპარატებმა, მათ შორის დრონებმაც, მთელი ღამით უნდა იმუშაონ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ვერტმფრენმა, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობდა, კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. შემთხვევას ვერტმფრენის პილოტი ემსხვერპლა. მთავრობის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კორეის სამაშველო ფლოტი 48 ვერტმფრენისგან შედგება, რომელთა ნაწილიც ტექნიკურად გაუმართავია. კორეის ტყის სერვისის სააგენტომ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააგენტო სახანძრო ვერტმფრენების შესყიდვას გეგმავდა.

უისეონგში ხანძარი შაბათს, 22 მარტს გაჩნდა. UNESCO-ს ინფორმაციით, საფრთხე ემუქრება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლსაც. უკვე დაიწვა 681 წელს აშენებული ტაძარიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები