მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხრეთ კორეელი ვარსკვლავის, PSY-ს წინააღმდეგ საქმე აღიძრა

საქმე
BM. GE
29.08.25 20:12
934

K-Pop-ის ვარსკვლავის, PSY-ს წინააღმდეგ სამხრეთ კორეულმა სამართალდამცავმა უწყებამ გამოძიება დაიწყო. ოფიციალური უწყებების განცხადებით, კორეელი მუსიკოსი რეცეპტით გასაცემ, მკაცრად შეზღუდულ პრეპარატებს, ქსანაქსსა და სტილნოქსს იმ შუამავლების გავლით იღებდა, რომლებსაც ექიმები წამლებს მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის უნიშნავდნენ.

გამოძიების თანახმად, PSY ექიმთან თავის მენეჯერსა და ახლო გარემოცვის სხვა წევრებს გზავნიდა და მათთვის განსაზღვრულ პრეპარატებს თავად მოიხმარდა. ოფიციალური უწყების განცხადებით, კორეელი მომღერალი ქვეყნის “სამედიცინო სერვისების აქტის” დარღვევაშია ბრალდებული. თუ PSY-ს ბრალი დაუმტკიცდა, მას ციხეში 3 წლის გატარება ან ჯარიმის სახით 22,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება მომღერლის პოზიციას, Psy-ს წარმომადგენელმა სააგენტომ, P Nation-მა წერილი გამოაქვეყნა და ბოდიში საჯაროდ მოიხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მესამე პირების ჩართულობით PSY-სთვის პრეპარატების მიწოდება შეცდომა იყო. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ მომღერალი ქრონიკულ უძილობას დიდი ხანია ებრძვის და ის წლებია, ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები