მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხრეთ კორეის მთავრობა DeepSeek AI-ის აკრძალვას გეგმავს

DeepSeek

სამხრეთ კორეის მთავრობა ჩინური სტარტაპის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, DeepSeek-ის აკრძალვას გეგმავს.

როგორც ცნობილია, სამინისტროების დონეზე შეზღუდვა უკვე ამოქმედდა და საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებს ჩინური AI-ით სარგებლობა აეკრძალათ, თუმცა მალე შეზღუდვის ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

აკრძალვა DeepSeek-ის მონაცემების დამუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უკავშირდება. ასევე, სამხრეთ კორეის კიბერუსაფრთხოების სამსახური გარკვეულ რისკებს ხედავს მომხმარებელთა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა პირველი სახელმწიფო არ არის, რომელმაც DeepSeek-ის გამოყენება აკრძალა, ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო იტალიის მთავრობამ და მსგავსი ნაბიჯის გადადგმას სხვა სახელმწიფოებიც განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები