მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთის მარშრუტი ვერასდროს იქნება კონკურენციაში ჩრდილოეთთან - აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი

რაშიდ ნაბიევი

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშიდ ნაბიევის შეფასებით, სამხრეთის დერეფანი ჩრდილოეთის მარშრუტთან კონკურენციაში ვერასდროს იქნება. ამის შესახებ მან თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ გამოსვლისას მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზანგეზურის დერეფნის მნიშვნელობას შეეხებოდა.

„ყველა პარტნიორმა გაიგო, რომ ურთიერთდამოკიდებულების საკითხი კარგად უნდა განვიხილოთ, ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული. სამხრეთის მარშრუტი ვერასდროს იქნება კონკურენციაში ჩრდილოეთთან, რადგან ზანგეზურის დერეფანი არ იქნება ალტერნატივა ფოთი-ბათუმის პორტისთვის ან ბაქო-თბილისი ყარსისთვის. ეს უფრო მეტ ნდობას შემატებს ამ დერეფანს, იმიტომ რომ თუ კლიენტი ჩინეთშია და უნდა ტვირთი A პუნქტიდან რაღაც დროის განმავლობაში ევროპის მიმართულებით გადავიდეს, სხვადასხვა ალტერნატივაზე იფიქრებს, მაგალითად, ისეთ კომპანიებზე, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზა.

ამ გადმოსახედიდან ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, რომ ეს დერეფნები უნდა გამრავალფეროვნდეს - შუა დერეფანი მნიშვნელოვანია, ყველა სხვადასხვა კომპონენტთან თანხვედრაში. ეს კონკურენცია სწორი მიმართულებით უნდა იყოს განხორციელებული. ყველა ჩვენგანმა დროის მცირე პერიოდში იმის დანახვა უნდა შევძლოთ, რომ ეს მართლაც შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები