მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი "ჯანქ" ნიშნულამდე შეამცირა

633ac7113540b
გიორგი თოლორდავა
04.10.22 00:00
726
რეკორდული ინფლაციისა და არაორდინარული მონეტარული პოლიტიკის გამო, S&P Global-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "B+"-დან "B"-მდე შეამცირა, რაც ე.წ. "ჯანქ" ნიშნულია.

ამჟამად გლობალურ რეიტინგში თურქეთს ისეთივე შეფასება აქვს, როგორიც მონღოლეთსა და ეგვიპტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რისკის საკმაოდ მაღალ ზონაშია, საინვესტიციო გარემო კი სპეკულაციური და არასტაბილურია.

S&P Global-ის განმარტებით, 2023 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს მშპ-ის მოცულობის ზრდის ხელშეწყობას და არა ეკონომიკურ-ფინანსურ სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც თითქმის 84%-იანი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 12%-მდე შემცირებაში გამოიხატება.

"ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პოტენციურად ნეგატიური გავლენა ექნება თურქეთის ფინანსურ სტაბილურობაზე, განსაკუთრებით კი დოლარიზაციის მაღალი ტემპის ფონზე", - აღნიშნულია S&P Global-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში თურქეთის საკრედიტო რეიტინგში შეამცირა Moody’s-მა და Fitch-მაც. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიზეზად ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები