საქართველოში მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ეკონომიკის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჭარბი მერყეობების შესამცირებლად ეროვნული ბანკი პერიოდულად ინტერვენციებს ახორციელებს.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია - "ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების მოცულობა 2016 წლიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 250 მილიონი აშშ დოლარით იზრდებოდა, რაც საგადასახდელო ბალანსის რისკების საწინააღმდეგო ბუფერს ქმნის. ჩვენი შეხედულებით, რეგიონულ კონტექსტში, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია. 2020 წლის პირველ ნახევარში, დროებითი ზრდისა და მერყეობების მიუხედავად, ინფლაცია თანმიმდევრულად დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა და 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ზე ნაკლები იყო."
„დოლარიზაციის მაღალი დონე გამოწვევად რჩება. ბოლო წლებში შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისთვის კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს. სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ხელისუფლების ღონისძიებებს, რომლებიც ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებისაკენ არის მიმართული, რაც მოიცავს ეროვნული და უცხოური ვალუტის ვალდებულებებისათვის განსხვავებულ ლიკვიდობის მოთხოვნებს, საპენსიო რეფორმის განხორციელებას, ადგილობრივი სავალო და კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და დეპოზიტების დაზღვევის შემოღებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სებ-ი ავრცელებს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.




























