მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-მა რუსეთს რეიტინგი შეუმცირა

6219e9762e715
მარიამ ვარადაშვილი
26.02.22 13:00
1252
სარეიტინგო სააგენტო S&P-მა რუსეთის რეიტინგი „BBB-“ ("საინვესტიციო") „BB+“-მდე (რისკიანი) შეამცირა. რუსეთისთვის რეიტინგის შემცირების მთავარი მიზეზი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებია, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

სააგენტო წერს, რომ სანქციებს ექნებათ მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი რუსული საბანკო სექტორის გამართულ მუშაობაზე. კერძოდ, მათ გაუჭირდებათ ფინანსური შუამავლის როლის შესარულება საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში.

თავის მხრივ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბანკო სექტორს მილიარდობით რუბლი და ვალუტა მიაწოდა. ამას გარდა, რუსეთის ხელისუფლება სანქცირებულ კომპანიებს დიდ დახმარებას ჰპირდება. სარეიტინგო სააგენტო S&P არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი შემაკავებელი ზომები იქნება შემოღებული და თავად რუსეთმაც კონტრსანქციები აამოქმედოს. ვითარების გათვალისწინებით, მომდევნო 90 დღის განმავლობაში რუსეთის რეიტინგი შეიძლება კვლავ შემცირდეს.

S&P-მა შეამცირა უკრაინის რეიტინგიც "B"-დან „B-„-მდე ("რისკიანი). სააგენტო შიშობს, რომ რუსეთის თავდასხმის გამო შეიძლება უკრაინამ საგარეო ვალის მომსახურება ვერ შეძლოს.

Reuters წერს, რომ უკრაინის სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით 2024 წელს, შესაძლოა, 90%-მდე გაიზარდოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები