#მხოლოდქართულის რუბრიკაში დღეს გიყვებით, . "სამსარაზე" და "ციზისზე", ეს ორი სხვა და სხვა ბრენდი ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მისმა დამფუძნებლებმა, ლიზიმ და გიორგიმ გადაწყვიტეს, რომ ისეთი საკვები ობიექტი უნდა გაეხსნათ, სადაც მომხმარებელი გარემოთიც სიამოვნებას მიიღებდა და კერძებითაც. ასე, ლადო ასათიანის 15 ნომერში პირველი ობიექტი - "სამსარა" გახსნეს, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნას მიჰყვა, სამზარეულოს მიმართულება სრულად შეიცვალა და დღეს სტუმრებს სრულად ქართულ კერძებს სთავაზობს. თუმცა, ერთი გამონაკლისით - დესერტი საკმაოდ არაქართული ვარიანტი აირჩიეს, ანუ ის, რაც თავად დამფუძნებელს ყველაზე კარგად გამოსდიოდა - ჩიზქეიქი, რომელმაც მომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და ამას უკვე ბაზარი ორბელიანზე ახალი ობიექტი - საჩიზქეიქერე ციზი მოყვა.


































