2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელებულია - ირკვევა "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლების დანახარჯების დინამიკაში წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა.

მარტში, თიბისი ბანკის არხებით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 10%-ით გაიზარდა.
მზარდია უნაღდო დანახარჯები ავეჯსა და მოწყობილობებზე. მარტში წლიურად თიბისი ბანკის არხებით ამ სეგმენტზე მომხმარებელმა 9%-ით მეტი დახარჯა. ამავე დროს გაიზარდა უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე, რაც მარტში 5%-ით გაიზარდა.





























