მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წელს 9%-ით გაიზარდა - რამდენი ნებართვა გაიცა?

635fc92b97152
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.22 17:23
501
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 9 თვეში საქართველოში სულ 8,082 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 8.8%-ით მეტია.

როგორც ირკვევა, სამშენებლო ნებართვების ფარგლებში სულ 5.4 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი უძრავი ქონება უნდა აშენდეს, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობს 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ნებართვების 77.0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

“2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5 პროცენტით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი). დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 38.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები