მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორში დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ახალი ვალდებულებები

5ed148fcde35b
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 00:00
2218
ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამშენებლო სექტორში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მე-2 დანართშია გაწერილი.

დანართში აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით, მშენებლობა განეკუთვნება საშუალო რისკის სექტორს, ვინაიდან მისი სპეციფიკა მოიცავს ბუნებრივ განიავებას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია მშენებლობაზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები.

მინისტრის ბრძანებით სამშენებლო სექტორში დამსაქმებლის ვალდებულებებია:

– შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა სადაც მოცემული იქნება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და ასევე ვირუსის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები;
– მიაწოდოს დასაქმებულებს და მესამე/სხვა პირებს (რომლებიც იმყოფებიან ან შესაძლოა მოხვდნენ სამუშაო ადგილზე) ინფორმაცია:
. უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
. ობიექტის მიერ შემუშავებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე;
. სამუშაო სივრცეში განათავსოს ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
. მოსასვენებელი ოთახის/სასადილო ოთახის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
– უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე ხელის ჰიგიენის დაცვა და დასაქმებულთა ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე:
– სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა თხევადი საპნის გამოყენებით;
– იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ობიექტზე ხელის დაბანის უზრუნველყოფა ხელების გასუფთავება/დეზინფიცირების მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარი;
– სათანადო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
– დარწმუნდნენ, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მისი გამოყენება შესაბამისი წესების დაცვით;
– უზრუნველყოს დასაქმებულები სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეც. ტანსაცმელი, სპეც. ფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი) და დააწესეთ კონტროლი მათ გამოყენებაზე;
– პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
– გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობის, ინვენტარის, სამუშაო იარაღების და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;
– სამშენებლო მოედანზე მოაწესრიგოს ერგონომიკა. უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მოწყობა იმგვარად, რომ დასაქმებულებს ან/და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებს არ შეექმნათ წინააღმდეგობა მუშაობის მიმდინარეობისას (მათ შორის ობიექტის დროული დასუფთავება და სამშენებლო ნარჩენების დროული გატანა);
– სამუშაო სივრცეში უზრუნველყოს დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება.

დასაქმებული ვალდებულია:

ხელის ჰიგიენის დაცვა რეგულარულად და საფუძვლიანად წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
o სამუშაო პროცესი განახორციელეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
o საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში თუ ობიექტზე ხელის დაბანა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან/და ანალოგიური თვისებების მოქნე ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს;
o მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას;
o მოერიდეთ თავშეყრას (რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით - არანაკლებ 2მ);
o დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ).
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას სათანადო სადეზინფექციო საშუალებებით;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ მისთვის განკუთვნილ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები