სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung-ი და გერმანული ფარმაცევტული გიგანტი Bayer-ი გერმანული ციფრული ჯანდაცვის კომპანია Ada Health-თან თანამშრომლობას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ Samsung-ი და Bayer-ი Ada Health-ის სამედიცინო აპლიკაცია AI doctor-ის განვითარებაში 90 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებენ.
როგორც Ada Health-ი აცხადებს, აღნიშნული გარიგების შემდეგ აპლიკაციის განვითარებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა 150 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. Ada Health-ის თქმით, აპლიკაციაზე მოთხოვნა მზარდია და ჯამურად აპლიკაციის გადმოტვირთვის რაოდენობა 11 მილიონს შეადგენს.
„აპლიკაცია დაახლოებით ისე მუშაობს როგორც WhatsApp-ი. ურთიერთობა ოჯახის ექიმთან მოკლე ტექსტური მესიჯების დახმარებით ხორცილდება. ოჯახის ექიმი აპლიკაციით 24/7-ზეა ხელმისაწვდომი და ამასთან AI doctor-ის ჩამოტვირთვა პაციენტებისთვის უფასოა“, - განაცხადა Ada Health-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ნათრათმა.




























