მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ი დღეს ახალ დასაკეცი სმარტფონებსა და სხვა პროდუქტებს წარადგენს

Galaxy Unpacked

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი, Samsung-ი დღეს ლონდონში ყოველწლიურ ღონისძიება Galaxy Unpacked-ს გამართავს. არსებული ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს "ახალი ფორმის" დასაკეც ტელეფონებს შესთავაზებს და პროდუქციის ხაზს სრულად განაახლებს.

პრეზენტაციაზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა Galaxy Z Fold 8-ის მოდელს, რომელიც წინა თაობებთან შედარებით უფრო განიერი კორპუსით გამოირჩევა. ტელეფონს 5.5-დუიმიანი გარე და 7.6-დუიმიანი შიდა ეკრანი ექნება.

ინსაიდერების ცნობით, კომპანიამ Z Fold 8-ის მოდელისთვის Flex Titanium-ის ის ტექნოლოგია გამოიყენა, რაც ეკრანის ხშირი კეცვით გაჩენილ ხილულ კვალს საგრძნობლად ამცირებს. მოწყობილობა Snapdragon 8 Elite Gen 5 for Galaxy-ს პროცესორით, 16 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერებითა და 5,000 მილიამპერ-საათიანი ბატარეით იქნება აღჭურვილი. გარდა Z Fold 8-ისა, Samsung-ი დღეს შედარებით დიდი ზომის, 8-დუიმიანი შიდა ეკრანის მქონე Galaxy Z Fold 8 Ultra-ს გამოშვებასაც გეგმავს.

რაც შეეხება კომპაქტურ Galaxy Z Flip 8-ს, ის ვიზუალურად წინა თაობის მოდელს დაემსგავსება, თუმცა ტექნიკური მახასიათებლები საგრძნობლად ექნება გაუმჯობესებული. მოწყობილობას 4.1-დუიმიანი გარე და 6.9-დუიმიანი შიდა ეკრანი, 4,300 მილიამპერ-საათიანი აკუმულატორი და 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ექნება. რეგიონების მიხედვით, სმარტფონი Exynos 2600-ის ან Snapdragon 8 Elite Gen 5-ის ჩიპსეტით გამოვა.

ცნობისთვის, Samsung-ი ზაფხულის Unpacked-ის ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში პირველად გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები