მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAMSUNG-ი საოპერაციო მოგების 931%-იან ზრდას პროგნოზირებს

Samsung

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2024 წლის 1-ელი კვარტალის წინასწარი ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლითაც დადგინდა, რომ პრობლემები, რომლებიც კომპანიას გასულ წელს ჰქონდა, ფაქტობრივად სრულადაა აღმოფხვრილი.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, Samsung-ი $4.89 მილიარდის საოპერაციო მოგებას პროგნოზირებს, რაც ერთბაშად 931%-ით მეტია, ვიდრე შარშან. მოგების ზრდას კორეული კომპანია მეხსიერების ბარათების ფასების ზრდას და კომპანიის მიერ შექმნილი ფლაგმანური სმარტფონის, S24-ის გაყიდვების კარგ მაჩვენებელს მიაწერს.

შეგახსენებთ, რომ Samsung-ი მეხსიერების ბარათების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის პროდუქციას ძალიან ბევრ სმარტფონსა და კომპიუტერში ვხვდებით. გასულ წელს, მეხსიერების ბარათების ფასმა მკვეთრად იკლო, რაც თავის წილ, პანდემიის დროს დაგროვებული ჭარბი მარაგით და სმარტფონებსა და ლეპტოპებზე შემცირებული მოთხოვნით აიხსნება. თუმცა, როგორც ჩანს, მოთხოვნამ მინიმალური მაჩვენებელი უკვე შემცირდა, რაზედაც მიანიშნებენ, როგორც Samsung-ში, ასევე Hynix-ში.

2024 წლის 1-ელი კვარტალის ფინანსურ ანგარიშგებას კორეული Samsung-ი აპრილში წარადგენს.