სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის გახმაურებული, 3-ჯერ გადაკეცვადი ტელეფონი, Galaxy Z TriFold-ი, რომლის ფასიც $2,899 დოლარია, ამერიკაში გამოსვლიდან რამდენიმე წუთში სრულად ამოიყიდა.
Samsung-ს არ დაუკონკრეტებია, რამდენი მოწყობილობის შეთავაზებას აპირებდა ამერიკული ბაზრისთვის, თუმცა ამოყიდვის მსგავსი მასშტაბი ადასტურებს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა მაინც ძალიან დიდი იყო. $2,899 დოლარად შეფასებული სამჯერ დასაკეცი ტელეფონი Samsung-ის ნიშურ პროდუქტად ითვლება და ის ერთდროულად შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ტელეფონად, ისე ტაბლეტად. კომპანიამ პროდუქტში უახლესი სტანდარტის კამერები და ჩიპი ჩააშენა, რათა Z Trifold-ის მომხმარებლისთვის სრულფასოვანი სერვისი შეეთავაზებინა.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ კომპანია მსგავსი პროდუქტების აღნიშნულ საფასო კატეგორიაში გამოშვებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სხვა ტექ-გიგანტები, მათ შორის, Apple-ი კონკურენტული პროდუქტის შექმნას ვერ შეძლებენ. არსებული ინფორმაციით, iPhone-ების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ორჯერ გადაკეცვად ტელეფონს 2026 წლის სექტემბერში წარადგენს. თუმცა საუბარი სამჯერად გადაკეცვად, iPad-ის კონკურენტი მოწყობილობის შექმნაზე ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.




























