სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის საოპერაციო მოგების მაჩვენებელი რეკორდული 1,458%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული უპრეცედენტო მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, მეორე კვარტალში კომპანიამ 53 მილიარდ 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო საოპერაციო მოგებამ 7 მილიარდ 622 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი შედეგია.
Samsung-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია AI-ბუმთან და კორეული კომპანიის მიერ წარმოებულ მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნის ზრდასთან.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, Galaxy S24-სერია იმაზე გაცილებით მოთხოვნადი აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად Samsung-ის ინჟინრები იფიქრებდნენ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ iPhone-ებში AI ჯერაც არ არის ხელმისაწვდომი, რაც Samsung-ს უდიდეს უპირატესობას აძლევს.