მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAMSUNG-ის საოპერაციო მოგება 933%-ით გაიზარდა

s24 ultra

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 52 მილიარდ 300 მილიონი დოლარის შემოსავალი და 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 933%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეს დაუჯერებელი შედეგი ორი მიზეზით არის განპირობებული, პირველი, რა თქმა უნდა, დაბალ საბაზისო ეფექტს უკავშირდება, ანუ წინა წელს შემცირებულ შემოსავლებს.

მეორე მიზეზი უფრო მარტივად გასაგებია და ის წლის საუკეთესო სმარტფონს, Galaxy S24 Ultra-ს უკავშირდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით კბილებამდე არის შეიარაღებული და ტექნიკური პარამეტრებით ნებისმიერ კონკურენტს მიწასთან ასწორებს. სწორედ S24 სერიის ასეთი დომინანტურობით Samsung-მა მოახერხა და წელს სმარტფონების გაყიდვებით Apple iPhone-საც გადაუსწრო.