სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის თანადირექტორი ჰან ჯონგ-ჰი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯონგ-ჰი Samsung-ის მენეჯმენტს 2011 წელს შეუერთდა, როდესაც ის ერთ-ერთი ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი გახდა, 2022 წელს კი ის თანადირექტორად დაინიშნა და კომპანიას ჯუნ იუნგ-ჰუინთან ერთად მართავდა.
აღსანიშნავია, რომ ჯონგ-ჰის თითქმის მთელი კარიერა Samsung-ში აქვს გატარებული, რადგან კომპანიაში მუშაობა მან ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან ათობით თანამდებობა გამოიცვალა, რაც კორეულ კორპორაციულ კულტურაში სტანდარტულ პრაქტიკად ითვლება.
გარდაცვალების მიზეზს რაც შეეხება, ოფიციალური ინფორმაციით, ის გულის შეტევას ემსხვერპლა.




























