მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-მა AI-ასისტენტი რობოტი წარადგინა

Ballie

კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა საოჯახო ასისტენტი რობოტი Ballie წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით და პროექტორითაა აღჭურვილი.

ეს მოწყობილობა ჭკვიანი სახლის მართვის ფუნქციას ასრულებს, ისევე როგორც HomePod-ი, თუმცა ანალოგებისგან განსხვავებით, მას ბორბლების მეშვეობით გადაადგილება შეუძლია.

თანაც რობოტი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. მაგალითად, თუ სახლში დარჩენილ შინაურ ცხოველს მოსწყურდა, Ballie-ს შეუძლია ჭკვიან მაცივარს წყლის ჩამოსხმის ბრძანება გადასცეს და ამით ცხოველს დაეხმაროს.

გარდა ამისა, Ballie-ს ლაზერული პროექტორიც აქვს, რომლის მეშვეობით მას კონტენტის ჩვენება შეუძლია, მაგალითად, Zoom-ის კონფერენციის გაშვება ან სასურველ ადგილას ფილმის ჩვენება.

რობოტი იმართება როგორც ჟესტიკულაციით, ასევე ხმოვანი ბრძანებებით და სპეციალური აპლიკაციით, რომელიც Samsung-ის ჭკვიანი სახლის ყველა კომპონენტს აერთიანებს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, Ballie-ს მთავარი მიზანი კარგი კომპანიონობის გაწევაა, ამიტომაც ის მეგობარი უფროა, ვიდრე უბრალოდ რობოტი ასისტენტი.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები