კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, NVIDIA-ს დახმარებით, ახალი თაობის AI მეგაქარხნის აშენება გადაწყვიტა.
როგორც Samsung-ში აღნიშნავენ, ახალი ქარხანა NVIDIA-ს მიერ წარმოებული 50,000 GPU-თი მომარაგდება და ის სრულად აღიჭურვება AI-შესაძლებლობებით.
ამ ტიპის AI-ქარხნის აშენებით Samsung-ს საწარმოო პროცესის აჩქარება, ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის გაზრდა სურს. კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ AI-ქარხნის ფოკუსი ახალი თაობის პროცესორების და ნახევარგამტარების წარმოება იქნება, რომელთაც სმარტფონებსა და კომპიუტერებში გამოიყენებენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ NVIDIA-ს შეფასება $5 ტრილიონს შეადგენს, ხოლო Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $489 მილიარდია და ორივე კომპანია თავის სექტორში გლობალური ლიდერია.




























