მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება - პრემიერი

ახალი მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება“, - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილია დარჩიაშვილს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შეცვლის, კობახიძემ უპასუხა: „არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში ბრიუსელში და ძალიან კარგად წარმოადგინა ქვეყნის ინტერესები. გეგმაში ასეთი რამ არ არის და 1 წელიწადში, 2 წელიწადში და 3 წელიწადში თუ რამე მოხდება - ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ახლა არავითარი კონსულტაციები არ წარმოებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები