მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება - ღარიბაშვილი

603628cb5fbcd
ინგა მურუსიძე
24.02.21 14:20
3480
სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები გაიხსნება 8 მარტიდან, ხოლო 25 თებერვლიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ღარიბაშვილის თქმით, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან, გარდა შაბათ-კვირისა.

პრემიერის თქმით, მკაცრად გაკონტროლდება, რომ ყველგან, ყველა სივრცეში, რეკომენდაციები მკაცრად იყოს დაცული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები