მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ - ლევან დავითაშვილი

ეკო

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG ლევან დავითაშვილისგან დაინტერესდა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების გაზაფხულამდე გადავადების ფაქტორი იყო თუ არა ის, რომ ინვესტორი ჯერ ვერ გამოვლინდა და ძალიან ხომ არ იწელება დროში პროექტის განხორციელების დაწყება.

„დეტალებზე ძალიან მოკლე დროში, ალბათ უახლოეს ხანებში მექნება სიახლეები საზოგადოებისთვის, რადგან მიმდინარეობს იურიდიული პროცესი, მათ შორის მშენებელი კომპანიის შერჩევის. უფრო სწორად სატენდერო პირობების ჩამოყალიბების. შემდგომში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოოდ გამოსავლენად და მასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ასევე დრო არის საჭირო.

რაც შეეხება სამშენებლო ნაწილს, ხოლო რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, აქაც არცერთი ვადა არ დარღვეულა, რაც წინასაწარ იყო განსაზღვრული, კანონმდებლობით არის დადგენილი, ჩვენ არ გადაგვიშორებია. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ. აქ არც რაიმე სიურპრიზი გვაქვს, არც რაიმე პრობლემა ან უხერხულობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება გაზაფხულამდე გადაიდო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები