პირველი სამთხო-სათხილამურო ქართული ბრენდი „კოკო“ 2024 წელს მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, თამარ ურუშაძემ განაცხადა.
„რამდენიმე კვირაში ჩვენი პირველი მაღაზიის გახსნა იგეგმება, პარალელურად ონლაინ ვებგვერდი kok.ge ჩაეშვება. ამჟამად მაღაზიისთვის ადგილმდებარეობის შერჩევა ხდება, რომელიც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. ბაზარზე ძალიან შეზღუდულია ისეთი ობიექტების რაოდენობა, სადაც ჩვენი სამოსის რეალიზაცია შეგვეძლება,“ - განაცხადა თამარ ურუშაძემ.
სირთულეებზე საუბრისას „კოკოს“ წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებისთვის აუცილებელი ქსოვილები თითქმის არ არსებობს.
„წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის 50%-ს, ანუ იმ ნაწილს, რაც ადგილობრივად იშოვება, საქართველოში ვყიდულობთ. თუმცა სპეც-ქსოვილი, გარკვეული აქსესუარები და მასალები აქ არ არის, ქსოვილის ფერების არჩევანიც კი ძალიან მცირეა, რის გამოც გვიწევს, ნედლეული თურქეთში შევუკვეთოთ - ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, თურქეთში უმსხვილეს ქსოვილების მწარმოებელ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და ნედლეულის შემოტანის კუთხით თანამშრომლობას ვიწყებთ, რაც დადებითად აისახება პროდუქციის ფასებზე,“ - ამბობს „კოკოს“ დირექტორი.
„კოკოს“ მაღაზიის გახსნისთვის და ზამთრის კოლექციის შექმნისთვის დაახლოებით 100 ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. რაც შეეხება „კოკოს“ პროდუქციის ღირებულებას, ფასები 95 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.
ბრენდი "კოკო" დაარსდა 2023 წლის თებერვალში, რომელიც აწარმოებს სამთო სათხილამურო ორეულებს, "ფლისის" თერმულ სამოსს; ყოველდღიურ სპორტულებს; პერანგებს; ჰუდებს; მაისურებს; ქურთუკებს და სხვ. სამოსი მორგებულია ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანზე.