მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება - მინისტრი

ინფრასტრუქტურა
BM. GE
30.10.23 13:56
85

"რამდენიმე თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, მიზეზებს კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი.

"ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი შეფასებები იქნება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

შესწავლის შედეგად დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები