მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედიასა და ვანში ყველის ორ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს

სეს

სურსათის ეროვნული სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეთში, ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე წარმოებდა ყველს შემდგომი რეალიზაციისთვის. მსგავსი დარღვევა გამოვლინდა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედავანში, სადაც ფიზიკური პირი მ. მ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.

ორივე შემთხვევაში, რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შედეგად, სააგენტომ ბიზნესოპერატორებს დაჯარიმება დააწესა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების გარეშე და ყველა საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები