სამტრედიაში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია infoimereti.ge-ს წერს, 45 წლამდე მამაკაცი კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
როგორც BMG-ის შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.