აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი სოციალურ ქსელში "რუსულ კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ეხმიანება.
"სამწუხარო დღეა საქართველოსთვის", – წერს იგი.
ბენ კარდინი ასევე მიიჩნევს, რომ მეორე მხრივ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილს არ დაანგრევინებს.
ტილის უცხოური აგენტების კანონის მიღების გამო, სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ ივანიშვილს არ მისცემს უფლებას დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ“, – აცხადებს ბენ კარდინი.