ძალიან სამწუხაროა, რომ, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი მტკიცებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს
"ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის", - წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ის საბოლოოდ მიიღო. ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს უცხოური დაფინანსებების კუთხით არასამთავრობო სექტორის და მედიის გამჭვირვალობას.




























