მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება“ - ვასილ ხორავა

საწვავი

გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოში გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ საქართველოს მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აიკრძალა. რუსეთი კი ადგილობრივი ნავთობიმპორტიორებისთვის ბოლო თვეების განმავლობაში მთავარი საიმპორტო ბაზარი იყო. აკრძალვის შედეგად კომპანიებს საწვავის შემოტანა ალტერნატიული ბაზრებიდან მოუწევთ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას შეფასებით, კომპანიის  მიერ იმპორტირებული საწვავის ჯამურ მოცულობაში ევროპული საწვავის წილი გაიზრდება. იმის გათვალისწინებით კი რომ ბირჟებზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს, კომპანიაში ქვეყანაში საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელიან.

„ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე ფასის ზრდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდიდან ეტაპობრივად დაიწყო... სექტემბერში მყისიერად მოხდა ზრდა. ბუნებრივია, ამას დროის გარკვეულ მონაკვეთში საწვავის ფასზე ასახვა ექნება და ნაწილობრივ ეს ასახვა უკვე გვაქვს. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ფასები უკვე გაიზარდა და სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები