მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ მოატყუა ქართველი ხალხიც, ევროკავშირიც და ჩვენც" - მარგუს ცაჰკნა

მარგუს ცაჰკნა

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ მოატყუა ქართველი ხალხიც, ევროკავშირიც და ჩვენც", - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუც ცაჰკნამ, პარლამენტში, დეპუტატ ვარო ვუგლაიუს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დეპუტატს აინტერესებდა, რატომ ერევა ესტონეთი საქართველოს საშინაო საქმეებში - ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის რიგიკოგუ ავრცელებს.

"სამწუხაროდ მათმა მთავრობამ და ამჟამინდელმა რეჟიმმა მოგვატყუა, ძირითადად ქართველი ხალხი, თუმცა ასევე ევროკავშირი და ჩვენც. სინამდვილეში ისინი სულ სხვა გზის მოძრაობენ. მათი არჩევნები არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუფასებია, როგორც სამართლიანი და გამჭვირვალე.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაგირება, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, და არა მათ შიდა საქმეებში ჩავერიოთ. ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - ამბობს ცაჰკნა.

ცაჰკნამ დეპუტატებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო არადემოკრატიული და ძალადობრივი გზით უახლოვდება რუსეთს, რასაც ესტონეთი მხარს ვერ დაუჭერს.

"სერიოზულად გვაწუხებს, რომ საქართველო ნელ-ნელა უერთდება რუსულ მხარეს, ტარდება რუსული გავლენა და ქართველი ხალხის სურვილები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ქართველი ხალხის სურვილები! ეს ყველაფერი ხდება ისე ძალადობრივად, არადემოკრატიულად, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები