მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაოები მიმდინარეობს, ზარალი ჯერ არ ვიცით - თელავის მერის მოადგილე

თელავი

სამუშაოები მიმდინარეობს, ზარალის ოდენობა ჯერ არ ვიცით, - ამის შესახებ bm.ge-ს თელავის მერის მოადგილემ გიორგი ქართლელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქის ირგვლივ სოფლებიც ნაწილობრივ დატბორილია.

რაც შეეხება ვენახების დატბორვას, თელავის მერის მოადგილის თქმით, ნაწილი დატბორილია, ნაწილი არა. თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი თავად ქალაქს მიადგა.

მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები თელავიდან, სადაც ჩანს დატბორილი ქალაქი და შენობები.

bm.ge ცდილობს საგანგებო სიტუაციების სამსახურში გაარკვიოს, არიან თუ არა დაშავებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები