მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, ენერგეტიკის სექტორში გვქონდა უძრაობის ხუთი წელი - ლევან ვეფხვაძე

63733c5a1c08f
ინგა მურუსიძე
15.11.22 11:17
574
სამწუხაროდ, ენერგეტიკის სექტორში გვქონდა უძრაობის ხუთი წელი, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. ცნობისთვის, ამ წუთებში ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ეკონომიკის მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ენერგეტიკის სექტორში გვქონდა უძრაობის 5 წელი. ძველი PPA გაჩერებული იყო, ახალი მექანიზმები არ მუშაობდა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმდენად, რამდენადაც მთავრობა, სამინისტრო პირველად მართავს იმ ღონისძიებების პრეზენტაციას, რომლითაც მთავრობა ფიქრობს წაახალისოს განსაკუთრებით განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროგენერაციის მშენებლობა. ჩვენ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, არსებული მდგომარეობიდან ვხედავთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება არის უმთავრესი გამოწვევა ქვეყნისთვის.

დროული, სასწრაფო გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ დაიწყოს მშენებლობები, არის აუცილებელი ამ ქვეყნის განვითარებისთვის. ბიზნესი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხოლმე ამ კუთხით და შესაბამისად, დღეს დასმულ კითხვებზე ღია და გამჭვირვალე პასუხებია საჭირო, რომ პროცესი ერთად დავიწყოთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები