მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის შედეგები, რომელსაც ველოდით - პოდოლიაკი

6221016c4e599
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.22 21:56
1613
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, უკრაინამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, თუმცა გარკვეული შეთანხმება მიღწეულია ჰუმანიტარულ ნაწილში.

მისი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდიც გაიმართება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგები, რომელსაც ველოდით და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ძალიან ბევრი ქალაქია, სადაც დრამატული მდგომარეობაა სურსათსა და მედიკამენტების მხრივ, ამიტომ მე წავიკითხავ ოფიციალურ კომუნიკეს, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ და ამის შესაბამისად შევთანხმდით, რომ სამუშაო მესამე რაუნდში მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვაახლოთ.

წავიკითხავ მიღწეულ შეთანხმებას: მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად, ასევე მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდების შესახებ ბრძოლის ცხელ წერტილებში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესაძლებლობით იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ევაკუაცია განხორციელდება მხოლოდ იმ სექტორში, სადაც ევაკუაცია იქნება. ამ მიზნით უახლოეს პერიოდში კომუნიკაციის და ურთიერთმოქმედების სპეციალური არხები იქნება ორგანიზებული და შესაბამისი ლოგისტიკური პროცედურები ფორმირდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები