მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ აფრიკა პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მისი დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად

64511436f2f28
მარიამ ვარადაშვილი
03.05.23 01:00
688
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოებს, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩასვლით მოსალოდნელი შედეგი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Sunday Times ავრცელებს.

პუტინის ვიზიტამდე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯერ განაცხადა, რომ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციიდან გამოვიდოდა, თუმცა ეს განცხადება მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო. 

აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერთა სამიტი, რომელზეც მიწვეულია პუტინიც. თუ პუტინი პრეტორიაში ჩავა ქვეყანა ვალდებულია დააკავოს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ განაცხადა. ისინი სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას პუტინთან თბილი ურთიერთობა აქვს, არ დაუგმია რუსეთის უკრაინაში ინტერვენცია და უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერასაც ეჭქვეშ აყენებს. მეტიც, სამხრეთ აფრიკამ რუსეთის საზღვაო ძალებთან ომის წლისთავზე ერთობლივი წვრთნაც ჩაატარა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები