მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კავკასიური მილსადენი დღეში 56 მლნ კუბურ მეტრ გაზს ატარებს - BP

636a0bb2d5c7e
BM.GE
09.11.22 00:40
629
BP 2022 წლის მესამე კვარტლის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომლის ოპერატორიც არის BP, წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 56.1 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ატარებდა.

2022 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, SCP-ს საოპერაციო დანახარჯი, ჯამში, დაახლოებით 49 მილიონი აშშ დოლარი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი, დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი.

“SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი - 2020 წლის დეკემბერში.

2022 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, SCP-ის გაზის საშუალო გატარება იყო 56.1 მილიონი კუბური მეტრი დღეში,” - წერს BP.

თავად სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერები არიან: bp (29.9%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%), SOCAR (14.35%), NICO (10.0%) and SGC (6.67%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები