მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად დასამუშავებელია“ - პესკოვი

628cb3a5e0dc8
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.22 14:50
1268
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვამდე, საკითხი იურიდიულად უნდა დამუშავდეს. ის თვლის, რომ რეფერენდუმზე გატანილი კითხვა არასწორად არის ფორმულირებული და მან შეიძლება მესამე სახელმწიფოს შექმნის შთაბეჭდილება დატოვოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფერენდუმის გამართვაში რუსეთს ინიციატივა არ გამოუჩენია. ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

„თუ ამას სერიოზულად მივუდგებით, ეს საკითხი იურიდიულად უნდა დამუშავდეს. თუ სწორად გვესმის, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად ჩამოყალიბებულია, როგორც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების, ანუ ეს იურიდიულად განსხვავებული კაზუსია, რადგან თუ გაერთიანებაზეა საუბარი, შესაბამისად საუბარია რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნაზე, რაც რა თქვა უნდა შეუძლებელია. ფორმულირებებზე იურიდიულად დასაფიქრებელია. განვმეორდები: რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის: რუსეთთან მიერთების განზრახვაზე განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მარტის ბოლოს გააკეთა. ის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა. მოგვიანებით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის არჩევნებზე ალან გაგლოევმა გაიმარჯვა, რომელმაც თქვა, რომ რეფერენდუმის გადადება მიზანშეწონილია. ამ დროისთვის რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გაიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები