მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამყურაშვილი: „წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 60-75%-ით აღდგება“

6245b7c4e7913
თათია ჩაფიჩაძე
31.03.22 22:35
800
Galt & Taggart-ის განახლებული პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოდინებები 2019 წელთან შედარებით 60%-დან 75%-ის ფარგლებში აღდგება. ომის დაწყებამდე მათი მოლოდინები 85% იყო.

BMG-თან საუბრისას Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ მაჩვენებლების გაუარესება ომის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

“ამჟამად ქვეყანაში შემოსული ადამიანები ტურისტები არ არიან, მათი ქცევა ტურისტებისგან განსხვავდება. ტურისტები ფულს სასტუმროებში, რესტორნებში, გასართობი ტიპის დაწესებულებებში ხარჯავენ. ისინი საცალო ვაჭრობის ბაზარზე უფრო მეტ ეფექტს მოახდენენ. თუმცა თუ შევხედავთ შემოსავლის შემოდინებას, ეს შემოდინებები ტურისტების დანაკლისს ნაწილობრივ ავსებს.

ჩვენ მოლოდინები გვქონდა რომ 85%-ით აღდგებოდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით. ახლა პროგნოზი შევცვალეთ, სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, რაც ომის დასრულების ვადებზეა დამოკიდებული... 60-დან 75%-მდე აღდგენას განვიხილავთ. 60% ყველაზე უარესი პროგნოზია, რაც იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ომი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება", - აცხადებს სამყურაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები