მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანამ ქართველები აფხაზებთან საერთო ენას არ გამონახავენ, ევროკავშირში მათ არ მიიღებენ" - აფხაზი ეკონომისტი

ენგური

"სანამ ქართველები აფხაზებთან საერთო ენას არ გამონახავენ, არანაირ ევროკავშირში მათ არ მიიღებენ", - ამის შესახებ აფხაზი ეკონომისტი, ასლან კობახია "ეხო კავკაზასთან" აცხადებს. მისი თქმით, ან აფხაზეთი უნდა შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში, ან საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

"სანამ ქართველები აფხაზებთან საერთო ენას არ გამონახავენ, (საერთო ენის გამონახვა მარტივია თუ ისინი ტვინებს ჩართავენ) არანაირ ევროკავშირში მათ არ მიიღებენ. ან აფხაზეთი ნებაყოფლობით უნდა შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში, რაც არასდროს მოხდება, ან საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. ისინი მუდმივად კანდიდატები იქნებიან თუ აფხაზურ სახელმწიფოსთან საერთო ენას არ გამონახავენ.

ჟურნალისტი: - მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, აქვს თუ არა ევროკავშირს იგივე წესი, რაც NATO-ს ტერიტორიულ დავებზე. ევროკავშირს აქ ჯერ არაფერი წარმოუდგენია.

ეს არ მოხდება, მათ ეს პრაქტიკაში არ აქვთ. აბა, დაასახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია იმავე პრობლემებით", - განაცხადა ასლან კობახიამ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები