მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანამ უკრაიანაში ბრძოლა გრძელდება, რუსეთი ისეთ დანაკარგს განიცდის, თითქოს ომი იქ მიმდინარეობდეს“

621ca4bff3e52
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 14:41
701
სანამ უკრაინაში ეს დანაშაულებრივი შემოჭრა გრძელდება, რუსეთის სახელმწიფო ისეთ დანაკარგს განიცდის, თითქოს ომი მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზინდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„რისთვის გინდათ ეს ყველაფერი? რუს დედებს, მასწავლებლებს, რუსულ საწარმოებს, ჩვეულებრივ ადამიანებს. რისთვის?“, - მიმართა მან რუს ხალხს.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 500 რუსი მეომარია მოკლული. „აქ რისთვის მოხვედით?! რისთვის მოდიან ჯავშანტექნიკის კოლონები ჩვენსკენ ყირიმიდან, ჩვენი ყირიმიდან, იალტიდან, ევპატორიიდან, სუდაკიდან, სიმფეროპოლიდან. ეს ხომ სამხედრო ბანაკების დასახელებები არ არის. კიდევ ერთხელ - 4 500 რუსი ოკუპანტია მოკლული“, - თქვა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპამ რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა, საერთაშორისო ბიზნესი კი რუსულ კომპანიებთან კავშირზე თავს იკავებს. „ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს კვირა რუსული ვალუტისთვის, როგორი იქნება რუბლის გაუფასურება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„გუშინ პორტუგალიის, ლიტვის, საფრანგეთის, პოლონეთის პრეზიდენტებს ვესაუბრე. განსაკუთრებით პოლონეთის პრეზიდენტს ვემადლიერები ჩვენი ნაყოფიერი მუშაობისთვის. ბელგიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს ვესაუბრე. ჩვენი ანტისაომარი კოალიციის მხარდაჭერა უპირობო და უპრეცენდენტოა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები