ქუვეითის ხელისუფლება 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში სანავთობო მილსადენების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარება.
პროექტი ქვეყნის ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ქსელის ნაწილის მონეტიზაციას ითვალისწინებს, რაც მსგავსია იმ სტრატეგიისა, რომელიც ბოლო წლებში საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აირჩიეს.
გარიგების ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფო ნავთობკომპანია გეგმავს შექმნას ერთობლივი საწარმო საერთაშორისო ინვესტორებთან, რომლებსაც მილსადენების ქსელზე იჯარის უფლება გადაეცემათ.
ექსპერტების შეფასებით, ნავთობის მოპოვების გაზრდის ამბიციური გეგმა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროება მთავრობას აიძულებს, დამატებითი კაპიტალი გლობალური ფინანსური ბაზრებიდან მოიზიდოს, რომელსაც ქვეყანა აქამდე ერიდებოდა და სანავთობო სექტორში უცხოურ ინვესტიციებს ბლოკავდა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს $7-მილიარდიანი შეთავაზება დიდ ინტერესს გამოიწვევს ისეთი გლობალური საინვესტიციო ფონდებისგან, როგორებიც არიან: BlackRock, Global Infrastructure Partners და აზიური სუვერენული ფონდები.
ამ ინვესტიციის შედეგად, ქუვეითის მთავრობა მიზნად ისახავს 2035 წლისთვის ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 4 მილიონ ბარელამდე გაზარდოს.




























