მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო ჭუმბურიძე: წერტილი უნდა დავუსვათ კითხვას - საქართველოს მოქალაქეების ხმა იყიდება?!

64627d0818ada
ალა ისპირიანი
15.05.23 22:12
1108
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა არ უნდა იყიდებოდეს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა საქართველოს შანსი აქვს გახდეს წარმატებული ქვეყანა თუ დაქსაქსულობას წერტილი დაესმება.

„ხომ შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქვეყნის განვითრება და 2024 წლის არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ. წერტილი დაუსვათ იმის მოთქმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა იყიდება? - არ უნდა იყიდებოდეს, ეს არის ყველაზე მთავარი. ჩემი როგორც მოქალაქის აზრი ეს არის და თუ ამას შევძლებთ მართლა წარმატებული ქვეყანა ვიქნებით. წერტილი უნდა დაუსვათ ჩვენს ამბიციებს და დაქსაქსულობას“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები