მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანელებლების მაღაზიათა საერთაშორისო ქსელის შექმნა გვინდა“ - Waime Spices-ის გეგმები

64538790aa608
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.23 09:30
513
„სანელებლების მაღაზიათა საერთაშორისო ქსელის შექმნა გვინდა“, - ასეთია სანელებლების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Waime Spices-ის გეგმები.

კომპანია საერთაშორისო ევროკავშირში პირველ მაღაზიებს წელს უნგრეთის დედაქალაქში გახსნის. ქსელის განვითარებისა და მსოფლიო ბაზარზე გასვლის გეგმებზე Waime Spices-ის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ BM.GE-სთან ისაუბრა.

„უახლოეს 5 წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებში წლიურად სამი მაღაზიის გახსნას ვაპირებთ. ეს ჩვენი მინიმალური გეგმაა.

წელს კომპანია სამ მაღაზიას უნგრეთში ხსნის, შემდეგ წელს კი კიდევ ერთი ქვეყანა იქნება. ბუტიკური ტიპის სანელებლების მაღაზიათა საერთაშორისო ქსელის შექმნა გვინდა. რომელიც გაყიდვების და მომსახურების განსაკუთრებული სტილის იქნება და ჩვენი დარგისთვის არასტანდარტული ბიზნეს მოდელით გამოირჩევა“, - აღნიშნა გოგიამ.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ უნგრეთში წელს სამი მონობრენდული მაღაზიის გახსნისთვის ევროპელ ინვესტორებთან პარტნიორობით 110 000 ევროს ინვესტიციას დებენ და ფინანსური პარტნიორები ევროპის მასშტაბით ქსელის გაფართოების სტრატეგიას მხარს უჭერენ.

„განხილვის პროცესშია რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ევროპელი ინვესტორები საერთაშორისო ბაზარზე ქსელის განვითარების სტრატეგიაში მოგვყვებიან და გვინდა გარკვეული პერიოდის შემდეგ საჯარო კომპანია გავხდეთ“, - ამბობს Waime Spices-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები