მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანელებლების მწარმოებელი Waime Spices აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდა

623969339b5e5
მარიამ იზორია
27.03.22 09:30
1804
სანელებლების მწარმოებელი ქართული კომპანია Waime Spices აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდა.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგია bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ჯერჯერობით 450 კილოგრამის მოცულობის სუნელი გაგზავნეს, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის 6 ფილიალში იყიდება. მისივე თქმით, კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც Waime Spices-ის სანელებლები გაიყიდება პოლონეთი იქნება. კომპანია ამ ბაზარზე მიმდინარე თვის ბოლოს 250 კილოგრამ პროდუქტს გაგზავნის.

“ამ დროისთვის Waime Spices სანელებლები აზერბაიჯანში, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის ექვს ფილიალში იყიდება. ვმუშაობთ აზერბაიჯანის სხვა მაღაზიებში შესვლაზეც. მოლაპარაკებები გვაქვს პოლონეთშიც, სადაც მიმდინარე თვის ბოლოს 250 კილო სანელებელი გაიგზავნება” - ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ასორტიმენტს 6 ახალი სანელებელიც დაამატა და Waime Spices ბრენდულ მაღაზიაში, რომელიც ორბელიანის განახლებულ ბაზარშია განთავსებული, უკვე 100 სახეობაზე მეტი სუნელი იყიდება.

“ჩვენ ქალაქში სუნელების ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს. დავამატეთ საფირმო საკმაზები თევზისა და ბრინჯისთვის, ასევე მანდარინის ბაზაზე დამზადებული საკმაზი ლავანდით - სპეციალურად პასკისთვის. გაყიდვაში ჩავუშვით იშვიათი სუნელი - ველური პილპილი, რომელიც მსოფლიოში ტონა-ნახევარი იწარმოება და მხოლოდ მადაგასკარში მოიპოვება. ასევე ქეშერლაინი, ტაილანდური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილი”, - აღნიშნავს გიორგი გოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები