მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანიაღვრე ქსელზე სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - მერია

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე. დიდუბის რაიონში კი შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები