ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევის გამო, ფედერალურმა სახაზინო დეპარტამენტმა კრიპტოვალუტების ბირჟა Bittrex-ი 24 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რაც ინდუსტრიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
მარეგულირებლის განცხადებით, 2014-2017 წლებში აღნიშნული კრიპტობირჟის საშუალებით უპრობლემოდ ხორციელდებოდა ტრანზაქციები ირანში, სუდანში, სირიაში, კუბასა და ყირიმში, რის გამოც ირღვეოდა აშშ-ის სანქციები. საერთო ჯამში, ამ პერიოდში განხორციელებული 116,421 ტრანზაქციის მოცულობა 263 მილიონ დოლარს აღწევს.
გარდა $24 მილიონისა, Bittrex-ი დამატებით 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რაც ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდებოდა.
Bittrex-ის განცხადებით, ზემოხსენებული პრობლემები უკვე გამოსწორებულია და კრიპტობირჟა აქტიურად ცდილობს საერთაშორისო რეგულაციებთან მორგებას და მთავრობებთან თანამშრომლობას.
იყიდე / გაყიდე, გააგზავნე და მიიღე კრიპტოვალუტა MyCoins-ზე! ₿




























